სავჩენკო მზადაა სასამართლოს წინაშე უკრაინაშიც წარსდგეს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ნადეჟდა სავჩენკომ თავდაცვის კომიტეტის სხდომა ჩაშალა. სხდომაზე თავდაცვის სამინისტროსა და უწყებების  2017 წლის ბიუჯეტს იხილავდნენ. სავჩენკომ სხდომა დატოვა, მას რამდენიმე დეპუტატი გაჰყვა, რის შემდეგაც არ იყო ქვორუმი.

უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა სავჩენკოს მანდატი დაატპვებინონ. ამ მითქმა-მოთქმას დეპუტატმა ტელეკომპანია „112“-ის ეთერში უპასუხა და განაცხადა, რომ ის მზადაა უკრაინის სასამართლოს წინაშეც წარსდგგეს, რათა დაივას წოდება-„უკრაინის გმირი“.

-„სულაც არ გამიკვირდება, თუ გუშინ რუსეთში გამასამართლეს, დღეს უკრაინაში მოუნდეთ ჩემი გასამართლება და ასე ყოველთვის  და ყველგან. შეულიათ მესროლონ ტალახი, მაგრამ ყოველთვის მექნება საპასუხო რეაქცია, დავიმტკიცებ ყველას, რომ მე ფუჭად არ მრგებია გმირობის წოდება.

წოდება მე მომცა არა პრეზიდენტმა, არამედ უკრაინელმა ხალხმა“-განაცხადა სავჩენკომ პირდაპირ ეთერში.

კომენტარის დატოვება