ქუთაისში ავტომობილი ორ მოზარდს დაეტაკა

დავით ცხვარაძე

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში „მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის“(პიონერთა პარკი)-ს მიმდებარედ მოხდა, ე.წ. „ზებრა“ გადასასვლელზე ავტომობილის მძღოლმა მოქალაქეებს გზა არ დაუთმო და ორ ახალგაზრდა ბიჭს ერთდროულად დაეტაკა, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ისინი საავადმყოფოში სამედიცინო დახმარებით გადაიყვანეს.

დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა , ისინი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყების ინფორმაციით მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საჭესთან მჯდომი მძღოლი ნასვამდგომარეობაში იმყოფებოდა, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ნაკლებ, მძიმე მდგოამრეობაშია.

კომენტარის დატოვება