ბათუმში საწვავის გაზრდილი ფასები გააპროტესტეს – „ხელისუფლება  მოვიდეს გონს და საკანონმდებლო ორგანოს მიერ შემუშავებულ იქნას ისეთი კანონპროექტი, რომელიც  მკაცრად გააკონტროლებს ფასებს საწვავზე“ (ვიდეო)

ბათუმში საწვავის გაზრდილი ფასის გამო ადგილობრივებმა და პარტია „პროგრესული საქართველოს”  წევრებმა  აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩები მოიცვეს. გადაკეტეს  გზები და ბენზინგასამართ სადგურზე მშვიდობიანი მანიფესტანცია მოაწყვეს.

როგორც „პროგრესული საქართველოს”   ლიდერი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება  მოვიდეს გონს და საკანონმდებლო ორგანოს მიერ შემუშავებულ იქნას ისეთი კანონპროექტი, რომელიც  მკაცრად გააკონტროლებს ფასებს საწვავზე.

„ვაგრძლებეთ პროტესტს და კვლავ ვითხოვთ  საწვავზე ფასების კლებას. ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რადგან ეს არის სოციალური პროტესტი, რომელმაც უკვე მოიცვა რამდენიმე ქალაქი.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ  აღმასრულებელი ხელისუფლება  მოვიდეს გონს და საკანონმდებლო ორგანოს მიერ შემუშავებულ იქნას ისეთი კანონპროექტი, რომელიც  მკაცრად გააკონტროლებს ფასებს საწვავზე.

ასევე, ვიმედოვნებთ, რომ კარტერულ ორგანიზაციებზე მოხდება  კონტროლი.. ჩვენ ჩვენი აქტიურობით აუცილებლად მივალთ სასურველ შედეგამდე,“ – აცხადებს „პროგრესული საქართველოს“ ლიდერი ალექსანდრე კობაიძე.

ცნობისთვის, ქუთაისში საწვავის გაზრდილი ფასის გასაპროტესტებლად ადგილობრივებმა და პარტია „პროგრესული საქართველოს” წევრებმა აქცია რამდენიმე დღის წინ გამართეს.