გიორგი ვოლსკი: ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლოდროინდელი მოვლენებითა და არჩევნებამდე შექმნილი სურათით, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში

ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლოდროინდელი მოვლენებითა და არჩევნებამდე შექმნილი სურათით, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, მოლაპარაკებების პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნები არ არის გზა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია.

„ჩემი იმედები ემყარება იმას, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკური პარტიებისგან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას ითხოვს, რომ უზრუნველყონ ქვეყნის სტაბილურობა, რათა განვითარებასა და უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას. ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლოდროინდელი მოვლენებით არჩევნებამდე შექმნილი სურათით, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში. არჩევნები არაა ის გზა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ აირჩია და ამ პოზიციას ყოველდღიური რეალობა გვახსენებს. ჩემი სკეპტიციზმი, შესაძლოა, გადაწონოს არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების საგანგებო და სისხლხორცეულმა დაინტერესებამ იმაში, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს. რთული პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და განსაკუთრებით რთული პროცესები მიდის რეგიონში, სადაც ჩვენ პრაქტიკულად ვართ ძალიან ღირსეული პლატფორმა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მაქვს მხედველობაში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.