„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ ნაცბანდისეულად ანუ სააკაშვილის შეფარულ-გამყიდველურ პოლიტიკა

“პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა”

14717266_1093665164002004_4834946091614025134_n

წამოგიდგენთ  “ნაციონალური მოძრაობის” ანტი-რუსული ისტერიული რიტორიკის ფონზე და მათი მმართველობის პერიოდში 2003-2012 წლებში განხორციელებული პრორუსულ- ეკონომიკურ პროექტებს,რომლებიც წარმოაჩენს – “ნაცბანდის” შეფარულ-გამყიდველურ პოლიტიკას და მის რეალურ,პუტინის მე- 5 კოლონის სახეს!!!

რუსული ინვესტიციები საქართველოში 4 მიმართულებითაა წარმოდგენილი.  რუსული მხარე საქართველოში ისეთ ობიექტებს ფლობს, რაც ქვეყნის გრძელვადიანი და მოკლევადიანი განვითარების თვალსაზრისით სტაბილურობის გარანტიებს წარმოადგენს. -ალბათ გაინტერესებთ,თუ რა დოზით არის რუსეთი საქართველოს ეკონომიკაში ჩართული? -რუსული ინვესტიციები,ძირითადად, ოთხი მიმართულებით მიემართება: 1.ელექტროენერგია;

2.წყალმომარაგება;

3.მადნეული;

4.მინერალური წყლები.

უნდა აღინიშნოს, რომ 2003 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, მათ ეკონომიკური განვითარების სხვა სტრატეგია შესთავაზეს ქვეყანას და სტრატეგიული ობიექტების ნუსხა 5 ობიექტამდე შემცირდა,რამაც ისეთი მნიშვნელოვანი ობოიექტების გასხვისება გამოიწვია,რომელიც საქართველოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი განვითარებისთვის სტაბილურობის გარანტიებს წარმოადგენენ. აგრეთვე აღსანიშნავია,რომ ობიექტთა უმრავლესობის გასხვისება 2003 წლიდან 2012 წლამდე განხორციელდა. ასევე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს,თუ რა ობიექტების გასხვისება მოხდა ამ პერიოდში? ჩამონათვალი კი შემდეგია: 1.ენგურჰესი-რუსული კომპანია”რაოესი”;

2.ჟინვალჰესი-რუსული კომპანია”რაოესი”;

3.რიონჰესი-რუსული კომპანია “ენერჯი ინვესტი”;

4.გუმათი1- რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

5.გუმათი2-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

6.ლაჯანურჰესი-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

7.შაორჰესი-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

8.ვარციხე1-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

9.ვარციხე2-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

10.ვარციხე3-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

11.ვარციხე4-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

12.ხრამი1-რუსული კომპანია “რაოესი”;

13.ხრამი2-რუსული კომპანია “რაოესი”;

14.ხრამი3-რუსული კომპანია “რაოესი”;

15.ხრამი4-რუსული კმპანია “რაოესი”;

16.ხრამი5-რუსული კომპანია “რაოესი”;

17.ყაზტრანსგაზ თბილისი-რუსული კომპანია “გაზპრომი”;

18.გაზ.კომპანია “იტერა”-რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანია;

19.შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა “ალექსი”-რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანიაა;

20.გარდაბნის მე-9ენერგო ბლოკი-რუსული კომპანია “ინტერ რაო”;

21.გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი-რუსული კომპანია “ინტერ რაო”;

22.მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები-რუსული კომპანია “ინტერ რაო”;

23.”მადნეული”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;

24.”კვარციტი”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;

25.საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან “რუსეთის რკინიგზა”;

26.კომპანია “ბილაინი”-რუსული კომპანიაა;

27.”აზოტი”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;

28.”გაერთიანებული ქართული ბანკი”-რუსული კომპანია “ვითიბი;

29.”ლუკოილ ჯორჯია”-რუსული კომპანია “ლუკოილი”;

30.ზესტაფონის “ფერო”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;

31.ელმავალთმშენებელი ქარხანა -რუსული კომპანია “დემა კომპიუტერი”;

32.არამიანცის, თბილისის3#1 საავადმყოფო-რუსული კომპანია “ბატუსი”;

33.თბილისის წყალი-რუსული კომპანია”ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი”.

2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წელს ქართული მხარე რუსულ მხარესთან იღებს გადაწყვეტილებას, „ენგურჰესის“ ერთობლივ მართვასთან დაკავშირებით. რატომ მოხდა საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან – რუსეთთან მსგავსი შეთანხმებების მიღწევა და სხვადასხვა ობიექტების გადაცემა? …”მტრულად” განწყობილი ქვეყნისთვის სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის გადაცემა,მინიმუმ კითხვებს აჩენს… (წყარო: – “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი” -ის კვლევა) მანამდე,ამერიკული ენერგოკომპანია “aes”- თელასი ჩაანაცვლა, რუსულმა “რაოესმა”, ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე, თურქულ – “ჯეოსელს”- ა და ამერიკულ “მაგთიკომს”, კონკურენტად მოევლინა – რუსული – “ბილაინი”.

საბჭოთა “K.G.B”- ეს გენერალი და სააკაშვილის ბიძა,თემურ ალასანია,გაურკვეველი სტატუსით არაერთგზის ესწრებოდა, საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებს და აქ მიღებული ინფორმაცია თუ სად მიჰქონდა მგონი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს და კიდევ კაცმა არ იცის იქიდან რა დავალებები მოჰქონდა?

ამერიკელების და კერძოდ,სამხრეთ კავკასიაში იმ პერიოდში,ა.შ.შ-ს სპეციალური წარმომადგნლის მეთიუ ბრაიზას უშუალო ჩარევითა და დიდი ბრძოლის შედეგად,შენარჩუნებულ იქნა რკინიგზა,რომელიც უკვე გამზადებული ჰქონდა ბენდუქიძეს რუსეთისთვის მისაყიდად.

საგარეო საქმეთა მინისტრი,სალომე ზურაბიშვილი,რომელმაც წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები და აიძულა რუსეთი საქართველოდან სამხედრო ბაზები გაეყვანა,ამ ისტორიული მომენტიდან რამოდენიმე ხანში გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან.  და აღარაფერს ვამბობ,2003 წლის, ე.წ “ვარდების რევოლუციაზე” თბილისში 23 ნოემბერს და აჭარაში 6 მაისს,როდესაც მოვლენების იმ სახით განვითარებაში,რა სახითაც ისინი განვითარდნენ და ხელისუფლებაში მოვიდა “ნაციონალური მოძრაობა”, უშუალოდ მონაწილეობდა მაშინდელი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე – ივანოვი...  და ბოლოს 2008 წლის,რუსეთის მიერ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაძე წამოგებული სააკაშვილი და ამ ბანდის მიერ განხორციელებული ავანტიურა,რომელზეც საუბრობს, ე.წ. “ტალიავინის დასკვნა” და ამ ბოლოს უკვე მიშას მამა-მარჩენალი – ჯონ მაკქეინიც…

…ასე,რომ ომი საქართველომ კი არ დაიწყო,არამედ სააკაშვილმა და ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა,პირველი უმაღლესი ღირებულებაა,ხოლო მეორე სამარცხვინო არსება,რომელსაც რატომღაც პრეზიდენტი ერქვა… და თუ ვინმე ამ ორს ერთმანეთთან აიგივებს,მასთან ბუნებრივია საქმე არ გვაქვს!!!

მეგობრებო,თუ ყოველივე ამის შემდეგ,”ნაცბანდის” პროპაგანდისტული მანქანის,რუსთავი 2-ის მიერ შექმნილი მითს,(სააკაშვილისა და მისი ბანდის პროდასავლურობის შესახებ),კვლავ დაიჯერებთ,რაღაზე გესაუბროთ,ეგ უკვე თქვენი პრობლემაა…

ჩვენ კი ჩვენის მხრივ ვამტკიცებთ,კონკრეტული არგუმენტებით,რომ “ნაცრეჟიმი” გახლდათ და არის,ყველაზე დიდი მტერი საქართველოსი და ყველაზე მეტად პრორუსული,უფრო სწორად პროპუტინისტური ძალა საქართველოში და ჩვენ მას და მის ყველა მოკავშირეს გამოვავლენთ და ნიღაბს ჩამოვხსნით!!!

კომენტარის დატოვება