რატომ გაუფასურდა ლარი…

ბოლო დღეების განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში გაფასურდა, რასაც ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა საგარეო ვალის გადახდით ხსნის და ეროვნული ვალუტის გამყარებას მაქსიმუმ 2 კვირაში ვარაუდობს.

-„ლარის გაუფასურება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. კურსის გაუფასურება ეს არის საგარეო ვალის გადახდის პროცესი. კერძო სექტორის მხრიდან, ასევე აჟიოტაჟი, ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებიც, თუმცა სიტუაცია რომ მოკლედ ავხსნათ და ობიექტურები ვიყოთ, კერძო სექტორს მე-2 კვარტალში 850 მილიონი დოლარის ოდენობის საგარეო ვალი უნდა გადაეხადა. ბიზნეს სექტორს აკედან 530 მილიონი დოლარი ჰქონდა. შემოსავალები მათ ლარში აქვთ ვალის გასტუმრება კი უწევთ დოლარში მინიმუმ 300 მილიონი დოლარი უნდა შეესყიდა იმისთვის, რომ ვალი გადაეხადათ. როდის იყო ყველაზე ხელსაყრელი დრო ვინაიდან პროგნპოზები კურსთან დაკავშირებით გამყარების კენ მიდიუოდა, ისინი დაელოდნენ ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის დადგომას ლარის კურსთან დაკავშირებით, ვალუტის შესყიდვაც ყველაზე ხელსაყრელ დროს მოხდა. ეს პერიოდი მოიცავდა 2016 წლის 7 ივნისიდან 16ივნისამდე დროს. „ბაზარზე კურსი 2.12- 2.14,5 მდე მერყეობდა. ამ დროს ათ დღეში ყველაზე ხელსაყრელი დეკადა იყო ვალუტის შესყიდვისთვის. სამასი მილიონი დოლარის ერთბაშად შესყიდვას, კი რა თქმა უნდა შეუძლია კურსის მოკლე ვადიანი მერყეობა“-განაცხადა დუნდუამ.

კომენტარის დატოვება