მოიხსნება თუ არა ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტება

მოცემულ მომენტში, არსებული სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„მიმდინარეობს შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი. სწორედ ღამით გადაადგილების შეზღუდვა არის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი. მოცემულ მომენტში, არსებული სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ეს შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს. საკოორდინაციო საბჭო მუდმივად განიხილავს ამ საკითხს, ჩვენ გავაგრძელებთ ეპიდსიტუაციაზე დაკვირვებას. ეს კომპლექსური საკითხია და, სამწუხაროდ, დღეს ამ შეზღუდვის მოხსნის კონკრეტულ თარიღებზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.