ამირან გამყრელიძე: 60 მლნ ადამიანიდან ვაქცინაზე სერიოზული რეაქციები 16,8%-ში დაფიქსირდა, თუმცა მათგან არავინ გარდაცვლილა

ევროკავშირში 60 მლნ ადამიანია აცრილი და მათგან ვაქცინის შედეგად გამოწვეული სერიოზული რეაქციები 16,8%-ში დაფიქსირდა. თუმცა, ხაზს ვუსვამ, ფატალური არცერთი შემთხვევაში არ იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, სადაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შექმნეს, 5 მლნ აცრაზე მხოლოდ 41 ანაფილაქსიური შემთხვევაა დაფიქსირებული, ანუ ანაფილაქსიური რეაქციაა 122 ათასი აცრიდან ერთ შემთხვევაში განვითარდა.

გამყრელიძემ გერმანიის მონაცემები მოიყვანა. კერძოდ, მისი თქმით, 26 თებერვლის მონაცემებით, გერმანიაში 363 ათასი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის აცრაზე სამი ანაფილაქსიური შემთხვევაა დაფიქსირებული, ანუ 121 ათას აცრაზე – ერთი.

გერმანიაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვერდით მოვლენებზე არსებული სტატისტიკის მიხედვით „ფაიზერზე“ გამოვლენილია 63 ანაფილაქსიური შემთხვევა. 168 ათასზე მეტ „მოდერნას“ ვაქცინით აცრაზე დაფიქსირებულია ერთი ანაფილაქსია. 363 645.

ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.