საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა (პაპა) ვანიშვილი გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას საზოგადოება როგორც დათა პაპა ისე იცნობდა.

ცნობისთვის, დათა ვანიშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მავთულხლართებს მიღმა დარჩა. მას საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ.