ეს უნდა იცოდეთ!-დენგეს ვირუსის სიმპტომები, გართულებები და პრევენცია

  როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა. ახლა პანიკის და ვაი-ბიშის მაგივრად უნდა გავიგოთ როგორი სიმპტომები ახასიათებს და როგორ ვებრძოლოთ ვირუსს

დაავადების გამომწვევი ვირუსი გამოყოფილ იქნა 1944 წელს ა. სებინის მიერ. ვირუსის და დაავადების სახელწოდება წარმოდგება ინგლისური სიტყვა dandy-ს (ფრანტი, კოხტაობის მოყვარული) დამახინჯებული ვარიანტიდან. რნმ-ს შემცველი ვირუსია, ვაზოტროპული, რეპროდუცირდება ღვიძლში, ძვლის ტვინში, შემაერთებელ ქსოვილებში, კუნთებში და ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედებში. ვირუსი ადამიანს გადაეცემა Aedes-ის გვარის კოღოებით, კერძოდ, Aedes niveus-ით.

დენგეს ცხელების გამომწვევი საშიში ვირუსი პატარა მწერებს გადააქვთ. 2010 წლის მონაცემებით, მექსიკაში 57 000-ზე მეტი ადამიანი იყო ამ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებით დაინფიცირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ შესაძლოა ყოველ წელს დენგეს ცხელების 50 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდეს. დენგეს ცხელება უმეტესად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში.

როგორ ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას?

ჯანდაცვის ექსპერტები აფრთხილებენ ასეთ მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ ბაკები თავღია მდგომარეობაში. სადაც სისუფთავის ასეთი ზომებია დაცული, იქ ნაკლებად მრავლდებიან კოღოები. ასევე სასურველია, ეზოში არ ეყაროს ძველი საბურავები, ქილები, ყვავილის ქოთნები, პლასტმასის კოლოფები — ყველაფერი, რაშიც შეიძლება წყალი ჩადგეს.

ცხელების სიმპტომები

დენგეს ცხელების სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები ჯერჯერობით დენგეს ცხელების დიაგნოზს ვერ სვამენ, რადგან ამ დაავადებას გრიპის მაგვარი სიმპტომები აქვს. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ადამიანს შეუძლია ამოიცნოს დენგეს ცხელების ვირუსი. საამისოდ ის ასახელებს შემდეგ სიმპტომებს: კანზე გამონაყარს, თვალების ტკივილს და ტკივილს კუნთებსა და სახსრებში. სწორედ ამ უკანასკნელის გამო ამბობს ზოგჯერ ადამიანი, სახსრებში მტეხავსო. ცხელება 5-იდან 7 დღემდე გრძელდება. ექიმებს დღემდე არ გააჩნიათ დენგეს ცხელების საწინააღმდეგო პრეპარატი. უმეტეს შემთხვევაში დაავადებას მკურნალობენ სახლის პირობებში კარგი დასვენებითა და სითხის დიდი რაოდენობის მიღებით.

დგომარეობა კიდევ უფრო რთულდება მას შემდეგ, რაც ტემპერატურა დაიწევს და თითქოს პაციენტი მომჯობინდება. რა სიმპტომები შეინიშნება ამ დროს? მუცლის ძლიერი ტკივილი, განუწყვეტელი პირღებინება, ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენა, შავი განავალი და მოწითალო ფერის წყლულები კანქვეშ. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს მოუსვენრობა, არანორმალური წყურვილის შეგრძნება, კანის სიფერმკრთალე, სხეულის გაციება და სისხლის დაბალი წნევა. სამწუხაროდ, აქ ანტიბიოტიკები არ გამოგვადგება, რადგან საქმე გვაქვს ვირუსულ ინფექციასთან და არა ბაქტერიულთან. პაციენტი უნდა მოერიდოს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, მაგალითად ასპირინსა და იბუპროფენს, რადგან ამ მედიკამენტებმა შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს. დენგეს ვირუსის ოთხი სახეობა არსებობს და შესაძლებელია, ეს ვირუსი ადამიანს რამდენჯერმე შეეყაროს. თუ ეს ვირუსი შეგხვდათ, საკმარისად დაისვენეთ და მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე. აგრეთვე გამოიყენეთ მწერების დამცავი ბადე, რათა თავი დაიცვათ კოღოებისგან, რომლებმაც შემდგომში შეიძლება სხვებიც დააინფიცირონ. კიდევ როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი მწერებისგან? ატარეთ გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, გრძელი შარვალი და კაბა, გამოიყენეთ კოღოს საწინააღმდეგო საშუალებები. კოღომ შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში გიკბინოთ, მაგრამ განსაკუთრებით მოერიდეთ გარეთ გასვლას მზის ამოსვლიდან ორი საათი და მზის ჩასვლამდე ორი საათი. ამ დროს კოღოები ძალიან აქტიურები არიან.

2014110403131315726

კომენტარის დატოვება