წეროვანთან, ავტობანზე ცხენებს მანქანა დაეჯახა

ბადრი ბასიშვილის განცხადებით, ავტობანზე მანქანა ცხენებს დაეჯახა. გავრცელებული ფოტოს მიხედვით დაშავებული 3 ცხენია.

“წეროვანთან ავტობანზე მანქანა დაეჯახა ცხენებს 1 საათია, ერთი ცხენის გადარჩენა შესაძლებელია და ამ დრომდე არ მოსულა შესაბამისი სამსახური”, – წერს ბადრი ბასიშვილი.