ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ძირითადად ეს „ბრიტანული შტამია“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე დადასტურებული შემთხვევაა.
გამყრელიძემ ამის შეასხებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ძირითადად ეს არის ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. ალბათ ჩვენთანაც იქნება, მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ამ შტამს ფარავს“,- განაცხადა გამყრელიძემ.