გერმანელი ექსპერტი – უსაფრთხოების ზომები, რომლებიც მეწყერის გამოა მიღებული, მათ შორის მოძრაობის ბლოკირებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია და უნდა შენარჩუნდეს

ჩვენ დავინახეთ, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი და არ არსებობს ერთი კონკრეტული გამოსავალი, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს. ზოგადად, გეოლოგიური მდგომარეობა ძალიან არასახარბიელოა, რაც ართულებს მუშაობის პროცესს, – ამის შესახებ გერმანელმა ექსპერტმა პეტერ ნიუმანმა ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ადგილზე გამაგრებითი და სადრენაჟო სამუშაოების ჩატარება და ასევე მუდმივი მონიტორინგი.

„ყოველთვის კარგი აზრია, რომ გარეთა წყაროდან, საზღვარგარეთიდან იყვნენ მოწვეული სპეციალისტები დამატებითი ხედვის მოსაწოდებლად. ჩემი კომპანია მუშაობდა ბევრ პროექტზე, რომელიც მეწყერს უკავშირდება, დაწყებული ჩინეთიდან, კავკასიის რეგიონში და მათ შორის, გერმანიაშიც. ჩვენ ვიცით, რომ ყველა მეწყერი უნიკალურია, როგორც ორგანიზმი. იგივე შეიძლება ითქვას ამ მეწყერზეც და თქვენმა ექსპერტებმა გასული დღეებისა და კვირების განმავლობაში სწორად აღწერეს ეს. რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ გუშინ ადგილზე ვიყავი 2 საათის განმავლობაში და მაქვს ჩემი პირველი შთაბეჭდილება ჩემს კოლეგასთან ერთად. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს კომპლექსური საკითხია და არ არსებობს ერთი კონკრეტული გამოსავალი, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს. ზოგადად გეოლოგიური მდგომარეობა ძალიან არასახარბიელოა, რაც ართულებს მუშაობის პროცესს. ასე რომ, ჩვენ უნდა დავადგინოთ, რა პროცესები მიმდინარეობს და ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული ზომები მის წინააღმდეგ. შეჯამებისთვის, უსაფრთხოების ზომები, რომლებიც მიღებულია, მათ შორის, მოძრაობის ბლოკირებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია და უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ ვართ ინიცირების ფაზაში შესაძლო მასშტაბური მეწყერის. ჩვენ უნდა ვაწამოოთ გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟის ზომები და უნდა ვაწარმოოთ მონიტორინგი. უნდა ვიყოთ ყურადღებით, დავეყრდნოთ შესაბამის გეოლოგიურ კვლევებს და ამის შემდეგ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები,“- განაცხადა ექსპერტმა.