„ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს”- თავდაცვის მინისტრი ოპონენტებზე

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპონენტები აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ თავდაცვის უწყებას როგორც ჯარისკაცების ფეხსაცმლის, ასევე საკვების ტენდერებთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, ასევე უსამართლოა კრიტიკა კვებასთან დაკავშირებითაც.

„ოპონენტებს არ სჯეროდათ, რომ ჯარისკაცების „ბათინკი” ორიგინალი წარმოების იყო და ამის გარკვევას გერმანიაში, კომპანიებში წერილების გაგზავნით ცდილობდნენ. აბსურდია ეს ყველაფერი. პირად ინტერესებს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ.

ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს,” – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ  „რუსთავი 2″-ის  ეთერში.