ჩვენ არ გვაქვს სააპელაციო სასამართლოს იმედი

   ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის კამპანია – ,,თავისუფლება ჯარისკაცებს” დაიწყეს. ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ჩაერთო ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში, რომელიც ეხება ქალაქის ყველა უბნის, ყველა ქუჩის მკვიდრს, რათა ხელი მოაწეროს ჯარისკაცების თავისუფლების აქტს და თავისი წვლილი შეიტანოს სამხედროების გათავისუფლებაში.
დღეიდან ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ რაიონულ თუ საქალაქო ყველა ოფისში ნებისმიერ მსურველს შეეძლება მივიდეს და ხელი მოაწეროს პეტიციას.,,თავისუფალი დემოკრატები’’ პრეზიდენტს გადაუგზავნიან ხელმოწერილ პეტიციას, რათა მან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და ე.წ. კაბელების საქმეზე უკანონოდ დაკავებული პატიმრები შეიწყალოს.
‘’ჩვენ არ გვაქვს იმედი რომ სააპელაციო სასამართლო, რომელიც კონტროლდება მურუსიძის და დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. სწორედ ამიტომ არამარტო თბილისში, ყველა დიდ ქალაქში ჩვენი წარმომადგენლები, აქტივისტები შეეცდებიან ხელმოწერები შეაგროვონ. მე დარწმუნებული ვარ სიმართლე დადგინდება, სამართლიანობა აღდგება და ეს 5 უდანაშაულო ადამიანი დაუბრუნდება ოჯახებს’’, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვჯერა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ,,სახალხო კამპანიას“ სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეუერთდება და ეს ბრძოლა უკანონოდ დაპატიმრებული ჯარისკაცების ციხიდან დასახსნელად აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება’’- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

13566965_1218441554846251_9191319306327675619_n

კომენტარის დატოვება