არჩევნები მალე ჩატარდება და ეს იქნება ლურსმის დაჭედება ნაციონალების ტყულზე!

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „რუსთავი 2“ დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ის ჩატარებულ კვლევას კვლევას ეხმიანება და აცხადებს, არჩევნები მალე ჩატარდება და ნაცმოძრაობის მორიგი ტყუილი კვლავ გამჟღავნდება.

-„საზოგადოებას ახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ NDI და IRI გვარწმუნებდნენ, თითქოს ჩვენი პარტია არავის მოსწონს, ხოლო ნაცმოძრაობაში შეყვარებულია ქართველი ხალხი. შეგახსენებთ, რომ ამის საპასუხოდ ჩვენ გამოვიკითხეთ 28 ათას 517 კაცის აზრი და აღმოვაჩინეთ: არც ერთი ეს ადამიანი, არც მისი ოჯახის წევრი და არც (უბრალოდ) ნაცნობი არასდროს გამოუკითხავს არც NDI- ის არც IRI- ის.

ასევე აღმოვაჩინეთ, რომ გამოკითხულთა 26%- ს საერთოდ არაფერი სმენია ამ ორგანიზაციებზე. ეს ყველაფერი კი იმას ადასტურებს, რომ რეალურად არავინ არავითარ კვლევებს არ ატარებს. გამოკითხულთა 67%- ს არ სჯერა არც NDI-ის და არც IRI- ის და მხოლოდ გამოკითხულთა 3%- ი ენდობა მათ. ამით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ ორგანიზაციების თბილისის ოფისები სინამდვილეში სააკაშვილისთვის სასურველ ციფრებს ხატავდნენ ჰაერიდან და წლების მანძილზე სააკაშვილთან ერთად ტყუილში გვაცხოვრებდნენ. ჩვენი კვლევის შედეგები გავუგზავნეთ IRI- ის და NDI-ის ყველა თანამშრომელს, როგორც ამერიკაში, ასევე, ევროპასა თუ აზიაში, აფრიკასა თუ ავსტრალიაში. მოკლედ, მთელს მსოფლიოში. აგრეთვე ჩვენი კვლევის შედეგები გავუგზავნეთ ყველა ამერიკელ სენატორს, ყველა კონგრესმენს, ყველა ევროდეპუტატს, დონორი ქვეყნების წარმომადგენლებს, ყველა ცნობილ პოლიტოლოგსა და ექსპერტს. ყველა წონიან მედია საშუალებას. უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიული მექანიზმები ამერიკაში მუშაობს. მოკლე ხანში ამერიკიდან ჩვენ გვეწვია NDI- ის სამეთვალყურეო საბჭოს რამდენიმე წევრი. მათ შორის, ერთი სენატორი და ერთი კონგრესმენი. შეხვედრისას მათ პირდაპირ გვითხრეს… უფრო ზუსტად, პირდაპირ აღიარეს, რომ ჩვენს პარტიას მყარი ამომრჩეველი ჰყავს და საქართველოს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერაც აქვს. ამასთან, მკაფიოდ დაგვპირდნენ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების დასრულებამდე კვლევებსა და ეგზიტპოლებს აღარ ჩაატარებდნენ. არ ვიცი, შეასრულებენ თუ არა ამ დაპირებას ბოლომდე, მაგრამ ერთი რამ ნათელია. ამ ეტაპზე თავს იკავებენ, მაგრამ ნაცებმა რა ჰქნან?! ნაცების პრობლემა ბარიერის გადალახვაა. ნაცმოძრაობას ხალხი მასობრივად ტოვებს. ცოტა ხნის წინ რამდენიმე ელჩთან მქონდა შეხვედრა და მათაც დამიდასტურეს, რომ 1-2 ადგილებს ქართული ოცნება და პატრიოტები ვიყოფთ, ხოლო ნაცებს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ. ამ ვითარებაში სააკაშვილი და ნაცები კვლავ ძველ ტაქტიკას ადგანან- საზოგადოებას ატყუებენ,- დიდი რეიტინგი გვაქვსო და ამით ცდილობენ პარტიიდან ხალხის გასვლა დააბრკოლონ. კაცი რომ გაიღვიძებს და ნაცმოძრაობიდან გასვლა უნდა, ამ დროს ტელევიზიიდან გაიგებს, თითქოს ნაცმოძრაობა მეორე ადგილზეა, თავს იკავებს გასვლისგან. მოკლედ, კი ამტკიცებდა მიშა ოდესაში,- შევიცვალეთო, მაგრამ მატყუარა იყო და მატყუარად დარჩა.

ახლა NDI და IRI რომ დროებით გამოეცალა ხელიდან, სააკაშვილმა და რუსთავი 2- მა რაღაცა გერმანული კომპანია შემოგვაპარა. 50 000 დოლარს გადაუხდიდნენ (არ გეგონოთ, რომ მეტი ღირს ეს საქმე) და თავისთვის სასურველი ციფრებიც დახატეს. ერთს კი გეტყვით. ტყუილთან ერთად, აქ ქურდობასაც აქვს ადგილი- რუსთავი 2 გვეუბნება, თითქოს ნაცმოძრაობას 28%- ი უჭერს მხარს. სინამდვილეში კი, ეს 28%-ი ჩვენ გვიჭერს მხარს… ანუ ეს ციფრები ნაცმოძრაობამ ჩვენ მოგპარა. სინამდვილეში დღეს ყველა საელჩომ იცის, რომ ხელისუფლებას ამ ეტაპზე მოსახლეობის 33%- ი უჭერს მხარს. ჩვენ კი- 28%-ი. არჩევნები მალე ჩატარდება და ნაცმოძრაობის მორიგი ტყუილი კვლავ გამჟღავნდება. ეს იქნება ლურსმის დაჭედებაც და დაჭედებაც, ზოგადად!!!-წერს ინაშვილი.

კომენტარის დატოვება