Home » უცხოეთი » „როიტერსი“ –  მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა დღეს სულ მცირე 60 დემონსტრანტი მოკლეს

„როიტერსი“ –  მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა დღეს სულ მცირე 60 დემონსტრანტი მოკლეს

„როიტერსის“ ინფორმაციით, ქალაქ იანგონში, პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათი კი დაშავდა.

ქალაქ მანდალაიში კი სხავადასხვა ინციდენტის შედეგად, 13 ადამიანი მოკლეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ასევე საგაინგის რეგიონში, ქალაქ ლაშიოში და ბაგოს რეგიონში.

აქციების დარბევების პარალელურად, მიანმარში სამხედროებმა შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნეს და არჩევნების ჩატარების პირობა დადეს, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ.

პირველ თებერვალს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც უსაფრთხოების ძალები სროლით გამოყენებით პასუხობენ. არაოფიციალური მონაცემებით, მიანმარში დღემდე 380-მდე ადამიანი მოკლეს.

x

Check Also

ვახტანგ მეგრელიშვილი – ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის კლოუნადის აპოთეოზი

ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, ეს არის კლოუნადის აპოთეოზი, ...