სამაშველო სამსახური წყალში გადამხტარ მამაკაცს ეძებს

ამ წუთებში სამაშველო სამსახური წყალში გადამხტარ ახალგაზრდას ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით ის რუსთავი 2-ის  ყოფილი ოპერატორია,  რომელიც არხზე წლების წინ მუშაობდა, თუმცა ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს შს სამინისტროს პრესცენტრი.

-“ჯერ უნდა მოხდეს ამოყვანა და ამოცნობა, სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით”-გვითხრეს პრესცენტრში.

სამაშველო სამსახურის პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და უახლეს დეტალებს მოგვაწვდიან.

ჩვენ ახალ ინფორმაციას მიღებისთანავე მივაწოდებთ მკითხველს.