მკვლელი დიეტური აბები, რომლებმაც საფრანგეთში დაახლოებით 2 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Servier Laboratories პრეპარატ „მედიატორის” გამო არა წინასწარ განზრახვით მკვლელობისა და ტყუილისათვის დამნაშავედ ცნეს.

გადაწყვეტილება საფრანგეთში მას შემდეგ მიიღეს, რაც ფირმის მიერ წარმოებული აბები დიეტურ წამლად დანიშნეს და ასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზად ჩათვალეს.

Servier Laboratories ასევე 2,7 ევროთი დაჯარიმდა, თუმცა კომპანიას მოუხსნეს ბრალდება თაღლითობის კუთხით.

6 500-მა მომჩივანმა კომპანია დიაბეტიკებისთვის განკუთვნილი პრეპარატის – „მედიატორის” დიეტურ აბებად გასაღებაში დაადანაშაულა. კვლევების თანახმად, პრეპარატმა მილიონი ადამიანიდან 2 000-ის სიკვდილი გამოიწვია.

გარდაცვლილი ადამიანები აღნიშნულ პრეპარატს სამი ათეული წლის განმავლობაში მადის დათრგუნვის მიზნით იღებდნენ. ექიმებმა პრეპარატი გულისა და ფილტვების პრობლემებთანაც დააკავშირეს.