კახეთში ბრაკონიერებმა გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი დაჭრეს

ბრაკონიერებმა კახეთში გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი დაჭრეს. ინფორმაციას საზოგადოება „ბუნების კონსერვაციისათვის“ (საბუკო) ადასტურებს.

საზოგადოების ინფორმაციით, ადგილობრივებმა ბექობის არწივი სოფელ მაღაროსთან ნახეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. ორგანიზაცია დაჭრილი ფრინველის ფოტოებსაც ავრცელებს და შესაბამის სამსახურებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

,,მძიმე მდგომარეობის გამო, ფრინველი თბილისში გადმოვიყვანეთ. რენტგენზე 7 ფინთიხი და არაერთი გამჭოლი ჭრილობა გამოჩნდა. სავარაუდოდ, ინდივიდი ერთი წლისაც არაა და რომელიმე თბილი ქვეყნიდან საგაზაფხულოდ დაბრუნდა საქართველოში. ეს ბექობის არწივზე ბრაკონიერობის მეორე შემთხვევაა, რასაც ამ ტერიტორიაზე გადავაწყდით. შესაბამის უწყებებს ვთხოვთ, გაამკაცრონ კონტროლი, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, სადაც წითელი ნუსხის ფრინველები მრავლად არიან. გვაქვს რუკა, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ საბუკოს მიერ სატელიტური გადამცემით დანიშნული ბექობის არწივები, რომელთა 80%-ზე მეტი პირველ ან მეორე წელსვე დაიღუპა ბექობის არწივი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და მის კონსერვაციაზე ორგანიზაცია 2018 წლიდან მუშაობს“,- განმარტავენ ორგანიზაციაში.