ნიკა მემანიშვილი: ხალხში გადით, ბატონებო და ნახავთ რეალურ განწყობას!

უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლებას ხალხში გასვლას ურჩევს:

-„გიორგი კვირიკაშვილს ვუსმენ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ასეთი ხიდჩატეხილობა იყოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის, საუბრობს იმაზე, რომ თითქოს ქართული ოცნება დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია. მესმის რომ ეს არის ქართული ოცნების სურვილი, მაგრამ ასე აცდე რეალობას და ისაუბრო არნახულ, არარსებულ პერსპექტივაზე ეს დიდი სირცხვილია, ქართული ოცნება ითხოვს მხარდაჭერას საზოგადოებისგან მაშინ, როდესაც მან უღალატა ხალხს, უღლატა იმ პრინციპებს და მოტივებს რითაც ხელისუფლებაში მოდიოდა.

მეგობრებო იცით რამდენია ამ ოთხი წლის მანძილზე პრემიებისა და დანამატების საერთო რაოდენობა? 500 მილიონი. ყველა წარმოიდგინეთ რამდენი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლებოდა ამ თანხით, ქვეყანაში სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ითხოვს სოციალურად დაუცველის სტატუსს, აქედან 400 ათასი ატარებს აღნიშნულ სტატუსს, ქვეყანაში სადაც ათობით ბავშვი იღუპება იმის გამო რომ მათი მშობლები ვერ კვებავს, ასიათასობით ოჯახი საკვების პრობლემას განიცდის, ქვეყანაში სადაც 30 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია, იმის გამო, რომ მათმა ოჯახებმა ვერ შეძლეს სწავლის საფასურის გადახდა, გამოდის სახელისუფლებო პარტია და ამბობს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, მოსახლეობის 80 პროცენტი დასაქმებულია და გავიმარჯვებთო, არის თუ არა ეს პოლიტიკური ზღპრების ქვეყანა? ხელისუფლება ცდილობს დაგვაჯეროს, რომ იგი საუკეთესოა, რეალობა აბსოლუტურად საპირისპიროა, ქართულმა ოცნებამ განაგრძო გზა ბარაბასი, რომელიც მათმა წინამორბედმა დაიწყო, ნახევარ მილიარდ ლარს რომ დანამატებში და პრემიებში დახარჯავ მოდი ნუღა გექნება პრეტენზია ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებად წარმოჩინდე, თქვენ ჩვეულებრივი მუქთხორები ხართ, ჯიპთაყვანისმცემლები!!! თქვენ არა ქვეყნის ბედ-იღბალზე, არამედ საკუთრ კეთილდღეობაზე ფიქრობთ, ამიტომ ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ხალხს მოატყუებთ და დარჩებით ხელისუფლებაში.
ხალხში გადით ბატონებო და ნახავთ რეალურ განწყობას თქვენს მიმართ, ვფიქრობ კარგად იცით რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უარყოფითდ არის განწყობილი თქვენს მიმართ მაგრამ საკუთარ თავს იმშვიდებთ თითქოს შანსი გაქვთ გამარჯვების, ამასთანავე ეს პიარ ტექნოლოგიაა ხალხს აჯერებთ თითქოს აუცილებლად გაიმარჯვებთ, რეალურად კი უნიათო უვარგისი მთავრობა ხართ!!!“

კომენტარის დატოვება