საქართველომ საბერძნეთთან ქულა მოიპოვა – კაკაბაძის ავტოგოლი და კვარაცხელიას ბრწყინვალება

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საბერძნეთს ესტუმრა და 1:1 ითამაშა.

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი – ბაკაკისი, პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი – ზეკა, ბაკასეტასი, ბუხალაკისი – ზოლისი, პავლიდისი, ფორტუნისი

საქართველო (4-3-3): ლორია – კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – აბურჯანია, კანკავა – კვარაცხელია, კიტეიშვილი, ლობჟანიძე – ზივზივაძე

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა – ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს.

შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ საბა ლობჟანიძემ ბურთი ვერ დაიმორჩილა.  პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა. 75-ე წუთზე  ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს “ჯვაროსნები” იერიშზე გადავიდნენ, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა.