ხვიჩა კვარაცხელია – პირველი ქულა სასიხარულოა, თუმცა საბერძნეთთან მოგებაც შეგვეძლო, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან 

სალონიკიში საბერძნეთის ნაკრებთან გამართული მატჩის შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა, რომელმაც გოლი გაიტანა და ჩვენს ეროვნულ გუნდს ქულა მოუტანა.

„საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ.

ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეული არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა.

„შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან“,  – თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.