იაგო ხვიჩია – რაც გუშინ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, არ გვეკადრება ქართველებს, რაც უნდა არაპოპულარულად მოგეჩვენოთ, ასეთი კონცერტების დადგმა მიუღებელია

ჩემი აზრით, ისეთი ქცევა, როგორიც გუშინ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, არ გვეკადრება ქართველებს, – ამის შესახებ ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერის საქართველოშ ვიზიტთან დაკავშრებით „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„საქართველოში ბევრი ადამიანი დადის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე, მის კონსტიტუციაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე წინააღმდეგობრივი მოსაზრებები აქვს. ასეთი ადამიანები არიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც. ჩემი აზრით, ისეთი ქცევა, როგორიც გუშინ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, არ გვეკადრება ქართველებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პოზნერი კარგი კაცია, საქართველოზე გული შესტკივა და ა.შ. უბრალოდ ასეთი ქცევა საპასუხოდ იმისა, რომ ვიღაცას რაღაცა არ მოსწონს და იმ კონცერტების დადგმა ჩემთვის არის მიუღებელი, რაც არ უნდა არაპოპულარულად მოგეჩვენოთ ეს ნალაპარაკევი“, – განაცხადა ხვიჩიამ.