Home » მთავარი » შსს ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს

შსს ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს.

უწყების ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს საქართველოში სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი. ამასთან, ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა,” – ნათქვამია განცხადებაში.

x

Check Also

ვახტანგ მეგრელიშვილი – ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის კლოუნადის აპოთეოზი

ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, ეს არის კლოუნადის აპოთეოზი, ...