ირაკლი კობახიძე: ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულ ენაზე თავისუფლების მოედანზე

ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე. როდესაც მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულ ენაზე, რატომ არავინ დაუსტვინა, რატომ არ ავიდა სცენაზე და არ მოითხოვა სიმღერის გამორთვა? სინამდვილეში ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ვიზიტის შეფასებას, აქ ამოსავალი წერტილი იყო „ოკუპაციის შესახებ კანონი“. შეგახსენებთ, რომ „ნაცმოძრაობის“ თანხმობით 2016 წელს საქართველოს ეუთოს ასამბლეის ფარგლებში ესტუმრა რუსეთის სათათბიროს 6 დეპუტატი, რომელთაგან 3-ს ჰქონდა დარღვეული „ოკუპაციის შესახებ კანონი“, მათ შორის იყო „ეფესბეს“ ყოფილი დირექტორი კოვალიოვი და ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური დეპუტატი სლუცკი. თქვენ ასევე გახსოვთ გიგი წერეთლის მადლობა ​კოვალიოვის მიმართ, როდესაც რუსულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა გიგი წერეთელს პრეზიდენტად არჩევის დროს. დღეს ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის პოზნერის ვიზიტი მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე.

„როდესაც მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულ ენაზე, რატომ არავინ დაუსტვინა, რატომ არ ავიდა სცენაზე და არ მოითხოვა სიმღერის გამორთვა? სინამდვილეში ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ. ვინ არის მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესმდივანი. ვინ არის დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. არსებობს პირდაპირი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ესენი არიან რუსების აგენტები. როგორ იგებს ელენე ხოშტარია ყველაზე ადრე ასეთი ვიზიტის შესახებ? ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.