“შენი გან­ცხა­დე­ბე­ბით ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ტრა­გე­დი­ას­თან, აფხა­ზეთ­თან, შე­ხე­ბა და შემ­დეგ ისე ჩას­ვლა, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, საშინელებაა – სა­ქარ­თვე­ლოს­თვის  ეს ათა­სო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი­სა და 250 000 ლტოლ­ვი­ლის ის­ტო­რი­აა – “დოჟდის” რედაქტორი

ტე­ლე­კომ­პა­ნია “დოჟ­დის” მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ტი­ხონ ძი­ად­კო 31 მარტს, თბი­ლის­ში ჩა­მო­სულ ვლა­დი­მერ პოზ­ნერ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სოციალურ  ეხ­მი­ა­ნე­ბა და “ფე­ის­ბუქ­ში” პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

“გუ­შინ აე­რო­პორ­ტი­დან ფოტო გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე და დავ­წე­რე, რომ თბი­ლის­ში მივფრი­ნავ­დით და დღეს მი­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ ვი­ყა­ვი თუ არა “იმა­ვე თვითმფრი­ნავ­ში“ – ვლა­დი­მერ პოზ­ნერ­თან და მის სტუმ­რებ­თან ერ­თად.

იმ რე­ის­ზე არ ვყო­ფილ­ვართ. ჩვენ ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტი­დან ერე­ვან­ში გავფრინ­დით და უკვე ერევ­ნი­დან თბი­ლის­ში წა­ვე­დით. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით იმით, რომ აე­რო­პორ­ტის და­ფა­ზე ვნა­ხეთ პირ­და­პი­რი რე­ი­სი თბი­ლი­სის­კენ – თით­ქმის ორი წე­ლია პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. კარ­გია, თუ ადა­მი­ა­ნებს ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და ჩე­უძ­ლი­ათ, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ მეც შე­მეძ­ლოს. მაგ­რამ რაც შემ­დეგ მოხ­და, სულ მცი­რე, ძა­ლი­ან მი­უ­ღე­ბე­ლია.

თუ ვინ­მემ არ იცით, გე­ტყვით, რომ თბი­ლის­ში “კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი 21:00 სათ­ზე იწყე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი იკე­ტე­ბა, გა­რეთ თით­ქმის არ და­დი­ან მან­ქა­ნე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი. მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლია. დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მა 600 დო­ლა­რია. გა­მო­ნაკ­ლისს უშ­ვე­ბენ მხო­ლოდ მათ­თვის, ვი­საც საშ­ვი აქვს, მაგ­რამ საშ­ვი ადა­მი­ან­თა ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას აქვს – ისე, რო­გორც იყო გა­ზა­ფხულ­ზე, მოს­კოვ­ში.

ხალ­ხი ამ ყვე­ლაფ­რის გამო ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლია, ძნე­ლია ამ შე­ზღუდ­ვებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე კი, ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ჩა­მო­დი­ან თბი­ლის­ში დღე­სას­წა­უ­ლის­თვის. რო­გორც ყვე­ბი­ან, ყვე­ლა­ფე­რი ასე გან­ვი­თარ­და – თვითმფრი­ნა­ვი და­ეშ­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 8:00 სა­ათ­ზე. ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით სტუმ­რე­ბის­თვის გა­ა­კე­თე­ბი­ნა საშ­ვე­ბი და ყვე­ლა­ნი ავ­ტო­ბუ­სით წა­ვიდ­ნენ სას­ტუმ­რო სტამ­ბა­ში. ხოლო როცა უკვე “კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი” და­ი­წყო, წა­ვიდ­ნენ სა­ვახ­შმოდ “ვი­ნო­ტელ­ში”, პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნი­სა და ციმ­ცი­მე­ბის თან­ხლე­ბით. შემ­დეგ კი მოხ­და ის, რაც მოხ­და, აქ­ცია, კვერ­ცხე­ბის სრო­ლა და გი­ნე­ბა.

რა თქმა უნდა, კვერ­ცხე­ბის სრო­ლა და გი­ნე­ბა კარ­გი არ არის, მაგ­რამ შენი გან­ცხა­დე­ბე­ბით ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ტრა­გე­დი­ას­თან, აფხა­ზეთ­თან შე­ხე­ბა და შემ­დეგ ისე ჩას­ვლა, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, არა­ნაკ­ლებ უა­რე­სი რა­მაა, თქვენ მზად უნდა იყოთ იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი გა­მო­ხა­ტავს თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, იმი­ტომ რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ეს ათა­სო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი­სა და 250 000 ლტოლ­ვი­ლის ის­ტო­რი­აა.

ვი­ზი­ტის ისე მო­წყო­ბა, რომ კო­ლო­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­ვიდ­ნენ პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით დიდი ქვეყ­ნი­დან, რათა გა­ერ­თონ, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სახ­ლებ­ში სხე­დან და მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვლაც არ შე­უძ­ლი­ათ, ეს არ არის კარ­გი, ეს ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოა”, – წერს ტი­ხონ ძი­ად­კო.