ვლადიმერ პოზნერი – საქართველოში ისევ წავალ, რატომაც არა? – მე იქ უამრავი მეგობარი მყავს

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ საქართველოში ისევ დაბრუნდება. როგორც რუსული მედიასაშუალებები იტყობინებიან, ამის შესახებ პოზნერმა  გამოცემა NEWS.ru-ს განუცხადა.

„მე იქ ისევ წავალ. რატომაც არა? ასეთ შესაძლებლობას მე საერთოდ არ გამოვრიცხავ. მე იქ უამრავი მეგობარი მყავს. როგორმე აუცილებლად წავალ საქართველოში“, – განუცხადა პოზნერმა NEWS.ru-ს.

მანამდე პოზნერმა დაწერა, რომ ის ადამიანები, ვინც ეს შეკრება მოუწყო, ყურადღების ღირსნი არ არიან.

„ძვირფასო კოლეგებო! მინდა აგიხსნათ, რატომ არ მოგეცით არცერთ თქვენგანს კომენტარი იმის შესახებ, რაც თბილისში მოხდა, არავის მოწვევა არ მივიღე მოვსულიყავი გადაცემაში. ახსნა მარტივია და როგორც მე მგონია, აშკარა: ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან. დიდი პატივია. ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები. თქვენი ვ.ვ.“ – წერდა პოზნერი.