Home » პოლიტიკა » ვლადიმირ ზელენსკი – ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე

ვლადიმირ ზელენსკი – ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო. ამის შესახებ ზელენსკიმ დონბასში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით გაკეთებული სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

„ცეცხლის სრულად შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება მინსკისა და ნორმანდიულ ფორმატებში რთული, თუმცა ძალიან აუცილებელი მოლაპარაკებების გაგრძელების საწინდარია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ჩვენს არმიას შეუძლია, ნებისმიერს გაუწიოს წინააღმდეგობა. ეს აძლიერებს ჩვენს პოზიციებს დიპლომატიური გზით ვითარების დასარეგულირებლად, რაც უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციისთვის აირჩია. ამ გზაზე ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების სრული და უცვლელი მხარდაჭერა, კერძოდ ევროპისა და აშშ-ის. ამის ერთ-ერთი დადასტურება საუბარი, რომელიც დღეს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მქონდა. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ დონბასში შექმნილი სიტუაცია. პრეზიდენტმა ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

x

Check Also

გიორგი ფხაკაძე: ბავშვის გაკეთებას თუ აპირებთ, აი, ახლა არის დრო – მოიყვანე ცოლი, გააკეთე ბავშვი, არავინ იცის რა იქნება ხვალ, ზეგ

მსოფლიოს მასტაბით ჩატარებული რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ კორონავირუსი მამაკაცების სპერმის ხარისხზე უარყოფითად აისახება, – ამის ...