„თითოეულ მაღალჩინოსანს უნდა გავაგებინოთ, რომ ჯიპებიდან დანახული სამყარო, სრულიად განსხვავებულია იმ სამყაროსგან, რომელსაც მათივე ამომრჩეველი ყოველდღიურად ხედავს” – ალექსანდრე კობაიძე

პოლიტიკური ელიტა ისეა დაშორებული საზოგადოებას, როგორც არასდროს, – ამის შეასხებ  პარტია „პროგრესული საქართველოს” ლიდერმა, ალექსანდრე კობაიძემ „ჯიემთივისთან” საუბარში განაცხადა.

როგორც კობაიძე აღნიშნავს,  საქართველოში რიგი პოლიტიკური პარტიები და მათი წარმომადგენლები პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას ვერ ელევიან.

„საზოგადოების პრობლემების მოგვარება და მათზე მსჯელობა უნდა იყოს თითოეული პოლიტიკური პარტიისა თუ რიგითი პოლიტიკოსის დღის წესრიგში, თუმცა პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას ვერ ელევიან.

საწვავის ფასი, საკვები პროდუქტებისა და  კომუნალური გადასახადების ფასი – ყოველდღიურად იზრდება.

გვაქვს პროტესტის უფლება, გვაქვს უკმაყოფილების გამოთქმისა და გამოხატვის უფლება და ამიტომ უნდა გავაგებინოთ თითოეულ მაღალჩინოსანს, რომ ჯიპებიდან დანახული სამყარო, სრულიად განსხვავებულია იმ სამყაროსგან, რომელსაც მათივე ამომრჩეველი ყოველდღიურად ხედავს,” – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ამასთან როგორც პროგრესული საქართველოს” ლიდერი აანონსებს, აუცილებლად გაგრძელდება აქციები საწვავის ფასის დაკლების მოთხოვნით.