“უკეთესად ვგრძნობ თავს, თუმცა სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა” – კახა კალაძე კლინიკიდან გამოწერეს

თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკიდან გამოწერეს. მისი თქმით, თავს უკეთესად გრძნობს.

“მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა, ვინც ჩართული იყო ჩემს მკურნალობაში. ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც შეეხება თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში მკურნალობა სახლში უნდა გავაგრძელო”, – განაცხადა კალაძემ.

პროფესორ ზურაბ ფაღავას ინფორმაციით კი, თბილისის მერს კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა.