იმერეთში ძმები მოკლეს – პოლიცია სავარაუდოდ, მოკლული ძმების ბიძაშვილს ეძებს

სოფელ რიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ადგილობრივების ინფორმაციით, მათივე ბიძაშვილს ეძებენ. დაღუპულები 30 და 35 წლის მამაკაცები არიან, ერთს ტყვია მუცელში, მეორეს კი – ფეხში აქვს მოხვედრილი.

ვრცელდება ვერსია, რომ დანაშაული ნათესავებს შორის 2 დღის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირება.

ოფიციალური ვერსია, ჯერჯერობით, უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.