რომ არა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ეფექტური მუშაობა დღეს, ციხეები იქნებოდა გადავსებული – ალექსანდრე კობაიძე

უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძის განცხადებით დღეს, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა გამოირჩევა მკაცრი სასჯელებით, რაც მართლმსაჯულების პროცესის სწორ განვითარებას ხელს უშლის.

მისივე განცხადებით, დღეს, შეწყალების კომისია ფაქტობრივად არ მუშაობს.

„მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა პენიტენციური სამსახურის მიმართ, მიმაჩნია, რომ არა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ეფექტური მუშაობა დღეს, ციხეები იქნებოდა გადავსებული.

ჩვენი სასჯელაღსრულების სისტემა გამოირჩევა მკაცრი სასჯელებით, რაც აფერხებს მართლმსაჯულების პროცესს. ასევე აღსანიშნავია, რომ შეწყალების  კომისია ფაქტობრივად  არ მუშაობს,  რადგან კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი- რომ არა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ეფექტური მუშაობა ციხეები იქნებოდა გადავსებული.

დღეს, ზემოაღნიშნული კომისია ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტია პატიმრებმა პირობით ვადაზე ადრე დატოვონ პენიტენციური დაწესებულება.

დასკვნა: ამ ინსტიტუტს სჭირდება მეტი თავისუფლება, რათა მეტმა პატიმარმა დატოვოს ციხე, რომლებიც უკვე წლებია არაადამიანურ პირობებში იხდიან სასჯელს.

მეტი თავისუფლება და მეტი გამბედაობა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიებს,” – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.