დიმიტრი პესკოვი – რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის

რუსეთის არმიის გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა აწუხებდეს სხვა ქვეყნებს, რადგან რუსეთის ფედერაცია სხვა სახელმწიფოებს საფრთხეს არ უქმნის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის, ჩვენი ქვეყნის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„რუსეთი საფრთხეს არ უქმნის მსოფლიოს არცერთ ქვეყანას, მათ შორის ის არ წარმოადგენს საფრთხეს უკრაინისთვის”, – აღნიშნა პესკოვმა.