6 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

6 ივნისს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩი ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” საშინაო სტადიონზე გაიმართება.

ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ეს იქნება ისტორიაში პირველი დაპირისპირება.

ვილი სანიოლის მომზადებული გუნდი ნიდერლანდებთან მატჩამდე კიდევ ერთ სპარინგს 2 ივნისს, რუმინეთთან ჩაატარებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას კი ქართველი ფეხბურთელები 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე კოსოვოსთან გამართავენ,

ფოტო  – GFF