ალეკო ელისაშვილი – გამოიყვანეს, რომ პარლამენტში შესვლა და ბოიკოტის დასრულება არის ქვეყნის ღალატი, რეალობისთვის თვალის გასწორება თუ არ შეგიძლია, ე.ი. ძალიან ცუდი პოლიტიკოსი ხარ

IRI-ის კვლევაც ამბობს, რომ პოლარიზაციაა დასასრულებელი და ბოიკოტს აზრი არ აქვს. ამას უნდა მიხვდეს ყველა. რეალობის აღქმა, რეალობისთვის თვალის გასწორება თუ არ შეგიძლია, ე.ი. ძალიან ცუდი პოლიტიკოსი ხარ, გარდა იმისა, რომ ქვეყანა არ გიყვარს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პოლიტიკოსები პარლამენტში უნდა იყვნენ და იქ მსჯელობდნენ.

„თან ეს არის თებერვალში ჩატარებული კვლევა, ახლა არის აპრილი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უარყოფითად იქნება განწყობილი, არა 60 პროცენტი, არამედ გაცილებით ბევრი ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ბოიკოტი უნდა დასრულდეს და ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა ფიქრობდნენ, უნდა ლაპარაკობდნენ, მსჯელობდნენ პარლამენტში. ნუ გამოიყვანეს, რომ პარლამენტში შესვლა და ბოიკოტის დასრულება, ეს არის ქვეყნის, სახელმწიფოს ღალატი. პირიქით, პოლიტიკოსობა თუ არის ხალხის სამსახური, ხალხის სამსახურში უნდა იდგეს ყველა და უნდა იყოს პარლამენტში, ეს არის გასათავისებელი“, – განაცხადა ელისაშვილმა.