გია ვოლსკი – არც განმეორებითი, არც რიგგარეშე არჩევნების სურვილი ჩვენ ოპონენტებში არ იკითხება, რევოლუციური დესტაბილიზაციის სცენარი არის მთავარი და ამ სცენარს მიჰყვებიან

არანაირი არჩევნების, არც მორიგი, არც განმეორებითი და არც რიგგარეშე არჩევნების სურვილი ჩვენ ოპონენტებში არ იკითხება. რევოლუციური დესტაბილიზაციის სცენარი არის მთავარი და ამ სცენარს მიყვებიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ იმ საკითხებზე, რომელიც დოკუმენტშია ასახული, შეთანხმება მცირე შესწორებით შესაძლებელია, თუ ამის სურვილი ორივე მხარეს ექნება.

„საკითხი არ არსებობს, სადაც ლოგიკური, პოზიტიური პოზიცია არ გაგვაჩნდეს. მცირეოდენი შესწორებით ხუთივე პუნქტზე შეიძლება ვიმუშაოთ და გვქონდეს შეთანხმება, თუ ამის სურვილი გაქვს. არანაირი არჩევნების, არც მორიგი, არც განმეორებითი და არც რიგგარეშე არჩევნების სურვილი ჩვენ ოპონენტებში არ იკითხება. რევოლუციური დესტაბილიზაციის სცენარი არის მთავარი და ამ სცენარს მიჰყვებიან.

მთავარია საზოგადოების განწყობა და საზოგადოების განწყობა, თუნდაც მათ მიერ სარწმუნოდ მიღებულ NDI-ის და IRI-ის კვლევებშიც ჩანს” , – განაცხადა ვოლსკიმ.