Home » მთავარი » მეუფე იაკობი – სამაგიეროს არავის გადავუხდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომ ვკვდებოდე და წვეთი წყალი გადამარჩენდეს, მათგან არ მივიღებ

მეუფე იაკობი – სამაგიეროს არავის გადავუხდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომ ვკვდებოდე და წვეთი წყალი გადამარჩენდეს, მათგან არ მივიღებ

სამაგიეროს არავის გადავუხდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომ ვკვდებოდე და წვეთი წყალი გადამარჩენდეს, იცოდეთ, მათგან არ მივიღებ,-ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას საქართველოს საპატრიარქოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, წლებია, რაც ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს.

„სამაგიეროს არავის გადავუხდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომ ვკვდებოდე და წვეთი წყალი გადამარჩენდეს, იცოდეთ, მათგან არ მივიღებ. შურს არავისზე ვიძიებ, მაგრამ ესენი თუ არ გაჩერდებიან, მათსავით ჭორიკანა არ ვარ, არაფერს წამოვაძახებ. არ უნდა იკადრო ამბის გარეთ გატანა, წლები თუ რაღაცას მალავდი ადამიანი. მინდა ამ ადამიანებმა, ვინც მათი მამოძრავებელი ძალაა, თავიანთ თავში ისევ აღმოაჩინონ ადამიანი, კეთილი თვისებები, მარხვის პერიოდია, შეინანონ და სხვა ადამიანებიც დაიცვან ცოდვისგან, ეს აუცილებელია“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, პატრიარქს არც ერთი ადამიანი ცოდვისთვის არ ემეტება.

„უწმინდესს ებრალება ადამიანი, ცოდვისთვის არ ემეტება, რადგან იცის, რა ხდება ჯოჯოხეთში და რა ხდება სასუფეველში. როდესაც უკვე ვუყურებთ, მარტო კაცის მაგინებელი აღარ არიან, დაფიქრდნენ, იქნებ ქვეყნის მოღალატე ხდებიან. ასე როგორ უნდა გამოაყენებინო თავი? ჩვენ რა, არ ვიცით ამის უკან ვინ დგას? მერე გამოვლენ და ჩემზეც იტყვიან, მაგას რა ალაპარაკებს, როგორ ცუდად მოიქცაო. გახსოვთ ჩემი საქციელი, სადაც გამოვედი და არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიქეცი ისე, როგორც არაქრისტიანიც არ უნდა საუბრობდეს. ფხიზელს ალბათ შემეძლო თავი შემეკავებინა. წლებია, რაც ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა. რა საკითხზეც ვიყავი გაბრაზებული ყველამ იცით. მე მოვინანიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქციელი, რა სიტყვებსაც ვამბობდი და როგორ. მე არავისთვის სამაგიეროს გადამხდელი ადამიანი არ ვარ. ღმერთს ვევედრები, რომ შური არ იძიოს. ადამიანები ვართ, მაშინ გაბრაზებულიც ვიყავი იმიტომ, რომ რამდენი ხანი ვუყურებდი ამ ყოველივეს“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

x

Check Also

ვახტანგ მეგრელიშვილი – ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის კლოუნადის აპოთეოზი

ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, ეს არის კლოუნადის აპოთეოზი, ...