ვაჟა-ფშაველას გამზირზე 40-წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ავტომანქანაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

თვითმხილველების განცხადებით, ქალი მანქანაში ცუდად გახდა და გადმოსვლისას გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.