ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სახელმწიფოს მეთაური მოწინავე პოზიციებს ეწვევა, სადაც ბოლო დროს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სისტემატურად ირღვევა, რის გამოც, უკრაინელი ჯარისკაცები დაიღუპნენ და დაშავდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე ეწვევა გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონას, სადაც უკრაინელ სამხედროებს შეხვდება.