„როიტერსი“ –  ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა. ინფორმაციას  „როიტერი“ ავრცელებს, გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

„სხვა საკითხებს შორის, საუბარი შეეხება რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას აღმოსავლეთ უკრაინის მიმდებარედ. კანცლერმა მოითხოვა ძალების გაძლიერების შემცირება ვითარების დეესკალაციისთვის“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.