გია გაჩეჩილაძემ და მისმა მომხრეებმა „საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს

ფუძნდება „საქართველოს მარადისობის დღე“, ანუ ხალხის დღე, – ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ „დედა ენის“ ბაღში განაცხადა.

როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, წელიწადში ერთხელ ამ დღეს შესაძლებელი იქნება, ხალხი გამოვიდეს და დააფიქსიროს თავის აზრი.

„ფუძნდება „საქართველოს მარადისობის დღე“, ანუ ხალხის დღე. წელიწადში ერთხელ ამ დღეს შესაძლებელი იქნება, რომ ხალხი გამოვიდეს და დააფიქსიროს თავის აზრი, მიმართოს ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც იქნება იმ დროს, გინდა პროტესტით, გინდა მადლობით, მაგრამ ერთი დღე უნდა იყოს ხალხის და ეს დღე იქნება 9 აპრილი. ზუსტად ეს ფუძნდება ახლა. ეს ხალხი აფუძნებს ამ დღეს ხელმოწერებით“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.