9 აპრილს მოსკოვში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა – ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონია

9 აპრილს, მოსკოვში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფი საქართველოს ნაკრების უკრაინელმა წევრმა, ანტონ პლესნოიმ იზეიმა.

პლესნოიმ ატაცში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, ატაცში სამივე ცდა 171/175/180 წარმატების გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა.

იგი ასევე საუკეთესო იყო აკვრაშიც 207/213 და აქაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.