ნამახვანში კარვების ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი აქტივისტი რიონში გადახტა

სოფელ ნამახვანში , „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის  ტერიტორიიდან მდინარე  რიონში მამაკაცი, სავარაუდოდ, გადახტა.

როგორც “ჯიემთივის” შემთხვევის ადგილიდან განუცხადეს, მდინარე რიონის ხეობაში იმ ადგილას, სადაც  კარვებია გაშლილი, მდინარეში  სავარაუდოდ ერთ -ერთი აქტივისტი გადახტა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია უკვე მობილიზებულია. სამაშველო სამსახურები კომპანია „ენკას“ თანამშრომლებთან ერთად გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ.

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან.