რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა მშვიდობის, წესრიგისა და თანამშრომლობის ზღვა იყოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგა ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმედი აქვს, დონბასში მიმდინარე „შემაშფოთებელი“ მოვლენები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება.

„ვიმედოვნებთ, რომ შემაშფოთებელი ესკალაცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება, რაც შეიძლება მალე დასრულდება, ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება და კონფლიქტის მოგვარება მოხდება დიალოგის გზით მინსკის შეთანხმებების საფუძველზე. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება.

შეხვედრის დროს თურქეთმა მტკიცედ დაიცვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია ყირიმის ანექსიის არაღიარების შესახებ”, -აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთს მშვიდობიანი შავი ზღვა სურს.

”ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შავი ზღვა კვლავ იყოს მშვიდობის, წესრიგის და თანამშრომლობის ზღვა”, – აღნიშნა ერდოღანმა.