მსოფლიოს რეკორდი – ლაშა ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით დღეს, 109+ კილოგრამში  – ლაშა ტალახაძე გამოვიდა.

ლაშა ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველ ცდაზე 208 კგ შეუკვეთა, თუმცა ბოლო მომენტში გადააკეთა და 211 თავისუფლად აიტაცა. ლაშას მერე სომხეთის წარმომადგენელი გორ მინასიანი გამოვიდა, რომელმაც 212 კგ ასწია.

ასანიძემ ტალახაძისთვის 217 კგ შეუკვეთა. მანამდე შტანგასთან მინასიანი მივიდა, 216 კგ ასწია. ამის შემდეგ ტალახაძემ 217 კგ დაძლია და ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

ამის შემდეგ ლაშა მსოფლიოს რეკორდზე წავიდა და 222 კილოგრამი დააფიქსირა.