ამერიკული მედია: დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას „ტრამპცინა“ უნდა ერქვას

„რესპუბლიკური პარტიის“ დონორებისთვის გამართულ დახურულ შეხვედრაზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას „ტრამპცინა“ უნდა ერქვას. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია შეხვედრაში მონაწილე პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კორონავირუსის (ხშირად მოხსენიებული როგორც ჩინეთის ვირუსი) საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებისას, იმედია ყველას ახსოვს, პრეზიდენტი რომ არ ვყოფილიყავი, ამ მშვენიერ დოზას, საუკეთესო შემთხვევაში, 5 წლის განმავლობაში ვერ მიიღებდით ან შესაძლოა, საერთოდ ვერ მიგეღოთ. იმედია, ყველას ახსოვს ეს!“ – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.