ამირან გამყრელიძე – გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც მართვადია, მაგრამ რადიკალური ზომები თუ არ იქნება მიღებული, შესაძლოა, ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ის ინდიკატორი, რაც განსაზღვრავს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, გაუარესებულია.

„ბოლო კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედერებით, გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევა. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია რთულდება. დღევანდელი მონაცმებით, ქვეყანაში გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც, პირდაპირ გეტყვით, მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები და არ მივყევით რკეომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.