ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კომპანია „ენკას“ ერთ-ერთი ოფისისკენ მსვლელობას მართავენ

გუმათის დასახლებიდან „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები  კომპანია „ენკას“ ერთ-ერთი ოფისისკენ მსვლელობას მართავენ.

ასევე, დღეს, „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები  სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვდნენ, რათა გაეგრძელებინათ პროტესტი და სამართალდამცველების მიერ განთავსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ6ნცხადებით, უწყება არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.