გიორგი ფხაკაძე: ბავშვის გაკეთებას თუ აპირებთ, აი, ახლა არის დრო – მოიყვანე ცოლი, გააკეთე ბავშვი, არავინ იცის რა იქნება ხვალ, ზეგ

მსოფლიოს მასტაბით ჩატარებული რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ კორონავირუსი მამაკაცების სპერმის ხარისხზე უარყოფითად აისახება, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ავხადებს.

მისივე თქმით, როდესაც სპერმის ბანკებში ჩატარდა შემოწმება აღმოჩნდა, რომ რაღაც ეფექტური არ არის, პრობლემები არსებობს.

„ეს კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, ვინც გადაიტანეს კოვიდი, მათი სპერმის ხარისხი არ არის კარგი, გარკვეული მიზეზი გამო. ამის თაობაზე არაერთი კვლევა ჩატრადა –  განგაშის ზარი დაირეკა და  რაშია საქმე?! როდესაც სპერმის ბანკებში ჩატარდა შემოწმება აღმოჩნდა, რომ რაღაც ეფექტური არ არის, პრობლემები არსებობს.

მე, რადგანაც ვერ ავხსნი თქვენს რეპროდუქციულ მდგომარეობას, ჯანმრთელობას და ჯანზე ყოფნას გისურვებთ, ამ სიტუაციაში ჩემი რჩევაა, რომ  ბავშვის გაკეთებას თუ აპირებთ, აი, ახლა არის დრო. სანამ კოვიდი დაგემართებათ და სანამ ვაქცინას გაიკეთებთ, მიდით, დრო არ დაკარგოთ.

ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, ამბობს, „აი ვაპირებ” , ჩემი პასუხის არის მარტივი – მოიყვანე ცოლი, გააკეთე ბავშვი!  რა იქნება ხვალ, ზეგ, არავინ იცის. თუმცა აქვე ავღნიშნავ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა მოხდეს ნებაყოფლობით,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.